პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ფოსტა: ჩვენთვის ძალიან რთულია, სიტყვებით გადმოვცეთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ნგრევას მათი თანამშრომელი, კურიერი ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა. 19 ნოემბრის ტრაგედიის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

საქართველოს ფოსტა: ჩვენთვის ძალიან რთულია, სიტყვებით გადმოვცეთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა
რუსთავი 2

"საქართველოს ფოსტა" 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ნგრევას "საქართველოს ფოსტის" გუნდის წევრი ემსხვერპლა.

"ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა.

ჯაბა საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს,"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისრაელის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები