პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„შენ გენაცვალე, ძია“ - მაშველი გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენის ემოციებს იხსენებს: „ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში“

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის ბავშვის გადარჩენის შემდეგ, მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი განცდილ ემოციებს იხსენებს და მომხდარს წარმოუდგენელსა და დაუვიწყარს უწოდებს.

„შენ გენაცვალე, ძია“ - მაშველი გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენის ემოციებს იხსენებს: „ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში“
იმედინიუსი

მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა, მომხდარს „იმედის დღეში“ იხსენებს.

მისი თქმით, იმ ემოციების აღწერა, რომლებსაც იმ მომენტში თითოეული მეხანძრე-მაშველი განიცდიდა, შეუძლებელია.

„მინდა მეც სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა. რაც შეეხება იმ ემოციებს, რომლებიც გუშინ ჩვენ, მეხანძრე-მაშველებმა, იქ განვიცადეთ, ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში. ის სიტყვები, რომლებსაც მე ვამბობ და არა მხოლოდ მე, იქ მყოფი სხვა მეხანძრე-მაშველებიც, გულიდან ამოსული სიტყვები იყო. ეს მომენტი და სიტუაცია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გავიაზრეთ და საკუთარ ემოციებს მივყევით“, - აღნიშნა გიგაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები