სომხეთის საელჩო – მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს
საქართველოში სომხეთის საელჩო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მოძმე საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

საქართველოში სომხეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს“, – წერს სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…