ისრაელის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას
ისრაელის საელჩო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ქართველი ხალხის მწუხარებას იზიარებს. 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

საქართველოში ისრაელის საელჩო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…