პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა

ფერნანდო ტორესმა 2011 წელს „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა გაიხსენა და განაცხადა, რომ ტრანსფერს არ ნანობს, თუმცა აღიარებს, რომ გულშემატკივრების იმედები გააცრუა. ესპანელი თავდამსხმელის თქმით, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება „ლივერპულის“ მაშინდელი სატრანსფერო პოლიტიკით იყო განპირობებული.

"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
სპორტალი

"ლივერპულისა" და "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა 2011 წლის იანვარში ლონდონურ კლუბში გადასვლა გაიხსენა.

ტორესის თქმით, "არისტოკრატებში" გადაბარგებას არ ნანობს, თუმცა აცნობიერებს, რომ მერსისაიდული კლუბის ქომაგებს გული ატკინა.

"ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყეს. ჩაბი ალონსო "რეალში" გადავიდა, ხავიერ მასკერანო კი - "ბარსელონაში". ტიტულების მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების ნაცვლად, უფრო დაბალი დონის ფეხბურთელები მოგვყავდა", - ციტირებს ესპანელს The Athletic.

თითქმის 27 წლის ვიყავი და კიდევ 10 წელი არ მქონდა მოსაცდელად. სპორტულ დირექტორ დამიენ კომოლისაც ვესაუბრე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისთვის სულერთი იყო, წავიდოდი თუ არა", - დაამატა ტორესმა.

ესპანელი თავდამსხმელი "ჩელსის" 2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, იმ დროისთვის ბრიტანული რეკორდის 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

"ლურჯების" რიგებში ტორესმა ყველა ტურნირზე 172 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. ლონდონურ კლუბთან ერთად კი სამი ტიტული ჩემპიონთა ლიგა, (2011/12), ინგლისის ასოციაციის თასი (2011/12) და ევროპა ლიგა (2012/13) მოიგო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები