პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე 50 მილიონ ევროდ შეძენილი ფერან ტორესის თამაშით უკმაყოფილოა და შესაძლოა ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას. Sport.fr-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ტორესის „კომოს“ ნახევარმცველ ნიკო პასის ტრანსფერში ჩართვა განიხილება.

პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
სპორტალი

პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედგაცრუებულია ზაფხულში „ბარსელონასგან“ 50 მილიონ ევროდ შეძენილი 26 წლის თავდამსხმელის ფერან ტორესის თამაშით და შეიძლება ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, - იტყობინება Sport.fr.

წყაროს ცნობით, ენრიკეს მოთმინების ფიალა აევსო. მწვრთნელი ფერანისგან უფრო მაღალ პროდუქტიულობასა და გუნდურ თამაშში აქტიურ ჩართულობას ელოდა. განიხილებოდა „ბარსელონაში“ დაბრუნების ვარიანტიც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კატალონიური კლუბი მის დასაბრუნებლად არანაირ ნაბიჯს არ დგამს.

კერძოდ, „პარი სენ-ჟერმენს“ შეუძლია ტორესი „კომოსთან“ გარიგებაში ჩართოს, რაც ნახევარმცველ ნიკო პასის შეძენას ისახავს მიზნად. განიხილება 60 მილიონი ევროს ღირებულების წინადადება, რომელსაც ესპანელი ფორვარდის დამატებაც ემატება. თუმცა, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კლუბებს შორის რაიმე კონკრეტული მოლაპარაკებებია დაწყებული.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები