პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა

ვანკუვერის ფორვარდმა ტომას მიულერმა Dazn-თან ინტერვიუში MLS-ი არასერიოზულ ლიგად მოიხსენია. მისი თქმით, ამერიკულ ჩემპიონატში დივიზიონიდან გავარდნის საფრთხის არარსებობა ფეხბურთელებში პროფესიონალიზმისა და სტაბილურობის ნაკლებობას იწვევს.

"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
სპორტალი

"ვანკუვერის" ფორვარდმა ტომას მიულერმა Dazn-თან ინტერვიუში აშშ-ს უმაღლესი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი, MLS-ი გააკრიტიკა.

"MLS-ი არასერიოსული ლიგაა, რადგან აქ არ არსებობს დივიზიონიდან გავარდნა ან მნიშვნელოვანი წნეხი, გუნდებს უბრალოდ გუნდის თავიდან აშენება შეუძლიათ. ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ.

არავის უყვარს წაგება, მაგრამ სრულიად განსხვავებული ვითარებაა, როდესაც დივიზიონიდან გავარდნის თავიდან აცილებისთვის იბრძვი. ევროპაში გავარდნამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კლუბის ბიუჯეტზე, თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე და მომდევნო სეზონისთვის ფეხბურთელების კონტრაქტებზეც კი.

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს სისტემა დაცვაში უფრო მოდუნებულ მიდგომას განაპირობებს, ნაკლები ინტენსივობითა და ნაკლები ჩარევით.

მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება მატჩები უფრო სანახაობრივი გახადოს და ლამაზი შემტევი ფეხბურთის ჩვენებას შეუწყოს ხელი, ზოგჯერ ის, რაც მაკლია, სტაბილურობაა.

კარგ და ცუდ თამაშებს შორის განსხვავება გაცილებით დიდია. ზოგიერთ ფეხბურთელს შეუძლია ბრწყინვალე მომენტების შექმნა, თუმცა 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციისა და ყურადღების იმავე დონეზე შენარჩუნება ზოგჯერ გამოწვევაა", - განაცხადა მიულერმა.

შეგახსენებთ, გერმანელი MLS-ში გასულ წელს, მიუნხენის "ბაიერნიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენაწაიკითხე

უახლესი ამბები