"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
მიხაილო მუდრიკმა განაცხადა, რომ 2023 წელს მისი ოცნება „არსენალში“ გადასვლა იყო, თუმცა აგენტმა მისი ინტერესები არ გაითვალისწინა და „შახტარიდან“ „ჩელსიში“ ტრანსფერი ფინანსური მოტივით განახორციელა.

"ჩელსიდან" "ტოტენჰემში" განათხოვრებულმა მიხაილო მუდრიკმა, გადაცემაში "სტუმრად გორდონთან" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "შახტარიდან" "არისტოკრატებში" გადასვლის ამბავი გაიხსენა.
უკრაინელის თქმით, მას კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურდა, მაგრამ აგენტი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
"თავიდან "არსენალში" გადასვლა მსურდა, ეს არავისთვის არის საიდუმლო, ჩემი ოცნება იყო.
თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა.
"არსენალში" ჩემი გადასვლისთვის მცდელობაც კი არ ყოფილა. ყველაფერი მხოლოდ იქითკენ იყო მიმართული, რომ მეტი ფული ეშოვათ", - განაცხადა მუდრიკმა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა შემტევი "ჩელსიმ" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და ამჟამად ფორმის აღდგენას "ტოტენჰემში" ცდილობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…