პოლონეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რის გამოც საჰაერო საფრთხის შესახებ შეტყობინება გადაიცა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა დაარღვიეს.
„პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დაუდგენელი საჰაერო ობიექტების მიერ შესაძლო დარღვევის ეჭვის გამო, სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრს საჰაერო საფრთხის შესახებ ინფორმაცია გადაეცა.
ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება, რომლის მიზანია რადიოლოკაციური სისტემების მონაცემების სისწორის დადასტურება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნულია ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედროები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების განცხადებებსა და მითითებებს.
“დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი სრულად გადამოწმდება და დადასტურდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება და თვალი ადევნოთ შემდგომ განცხადებებს“, - დასძინეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…