რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის ცნობით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა „მი-8“ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია და შიდა ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შეიჭრა. ინციდენტის გამო პოლონეთმა გამანადგურებლები აწია და თავდაცვის ძალები მზადყოფნაში გადაიყვანა. ვარშავის განცხადებით, რუსეთი საჰაერო თავდაცვისუნარიანობას ამოწმებს, ხოლო მოსკოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა დაარღვია.
ქვეყნის არმიის ოპერატიული სარდლობის ცნობით, „მი-8“ ტიპის შვეულმფრენმა საზღვარი გადაკვეთა და ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შეიჭრა, სადაც 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
ინციდენტის გამო პოლონეთმა ცაში გამანადგურებლები აწია, ხოლო სახმელეთო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანეს.
ვარშავის ოფიციალური განცხადებით, რუსეთი მსგავსი ქმედებებით ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას ამოწმებს. მოსკოვს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსული რაკეტებისა და უპილოტო აპარატების შეჭრის საფრთხეებზე ისაუბრა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.