ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგა

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო და გამანადგურებლები განალაგა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ეს ქმედებები პრევენციულია და მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგა
პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგაინტერპრესნიუსი

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

სარდლობის განმარტებით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება განახორციელა.

“მზადყოფნის მდგომარეობაშია სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო დაზვერვის სისტემები”, - აღნიშნულია განცხადებაში. სარდლობა განმარტავს, რომ ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.

“შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება არსებულ ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩება დაუყოვნებელი რეაგირებისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები კიევის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მზადყოფნის მდგომარეობაშია სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო დაზვერვის სისტემები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება არსებულ ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩება დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.