პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის გრძნობას. ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შესაძლო 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას სეგრეგაციულ, უსამართლო და არაევროპულ დამოკიდებულებად აფასებს.

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის გრძნობას. ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენ ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაცა სხვა, დაბალი დონე ხარ. მე შემიძლია ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. თითქოს ისინი აღმატებული, ზემოდან მაყურებელი ადამიანები არიან, „განვითარებული“ რასა არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაღაცები მიგვითითონ და თითი დაგვიქნიონ. მე რომ ვაკეთებ ამას, ნუ გაიმეორებ, შენ ამისთვის მზად არ ხარ. დაახლოებით იგივეა ესეც. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია შენ რაც წესები დაგიწესე მე რომ ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე ხომ არავინ არავის მიიღებს, მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ ხომ დაბალი დონე ხარ, მაინც უნდა დაგაკვირდე. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება, ასეთი ზემოდან ყურება, ვითომ „ელიტისა“, არავითარი ელიტა ის არ არის აჩენს ამ უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითენგიზ შარმანაშვილი - ევროკავშირიდან ერებს ეუბნებიან: „10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ იმიტომ, რომ შენ დაბალი დონე ხარ და მაინც უნდა დაგაკვირდე“ - ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება და ზემოდან ყურება, უთანასწორობის გრძნობას აჩენს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები