ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომლითაც ახალ წევრებს შესაძლოა 10-15 წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდეთ და დარღვევის შემთხვევაში ხმის უფლება შეუჩერდეთ.

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს.
სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდეც გახანგრძლივდეს.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ცვლილებების ინიცირების მიზეზი "უნგრეთის" მაგალითი გახდა.
ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს. პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადოს, მონტენეგროა.
2027 წლის ივნისში გასაფორმებელი გაწევრიანების ხელშეკრულების ტექნიკური განხილვა მომავალი კვირიდან იწყება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…