პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი - ევროკავშირიდან ერებს ეუბნებიან: „10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ იმიტომ, რომ შენ დაბალი დონე ხარ და მაინც უნდა დაგაკვირდე“ - ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება და ზემოდან ყურება, უთანასწორობის გრძნობას აჩენს

თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესების იდეა სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე, უთანასწორობასა და ზემოდან ყურებაზე მეტყველებს.

თენგიზ შარმანაშვილი - ევროკავშირიდან ერებს ეუბნებიან: „10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ იმიტომ, რომ შენ დაბალი დონე ხარ და მაინც უნდა დაგაკვირდე“ - ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება და ზემოდან ყურება, უთანასწორობის გრძნობას აჩენს
ინტერპრესნიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ „ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას” სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

როგორც შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ ისინი „დაბალი დონის არიან“.

„ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენ ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაცა სხვა, დაბალი დონე ხარ. მე შემიძლია ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. თითქოს ისინი აღმატებული, ზემოდან მაყურებელი ადამიანები არიან, „განვითარებული“ რასა არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაღაცები მიგვითითონ და თითი დაგვიქნიონ. მე რომ ვაკეთებ ამას, ნუ გაიმეორებ, შენ ამისთვის მზად არ ხარ. დაახლოებით იგივეა ესეც. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია შენ რაც წესები დაგიწესე მე რომ ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე ხომ არავინ არავის მიიღებს, მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ ხომ დაბალი დონე ხარ, მაინც უნდა დაგაკვირდე. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება, ასეთი ზემოდან ყურება, ვითომ „ელიტისა“, არავითარი ელიტა ის არ არის აჩენს ამ უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის გრძნობას. ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ყველა ტყუილი, რომელიც მათ თქვეს, გაბათილებული იქნება ჩვენი მხრიდან არა სიტყვიერად და პოლიტიკურად, არამედ მტკიცებულებებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები