პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში მცხოვრები: მაშველებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, თუ როგორ სწირავენ თავს და ყველაფერს აკეთებენ ჩვენს გადასარჩენად

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ერთ-ერთი დაზარალებული, ირმა თოდაძე იხსენებს, რომ მისი შვილები ჩაკეტილი ბინიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

ფონიჭალაში მცხოვრები: მაშველებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, თუ როგორ სწირავენ თავს და ყველაფერს აკეთებენ ჩვენს გადასარჩენად
იმედინიუსი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული, ირმა თოდაძე მომხდარს იხსენებს.

მისი თქმით, აფეთქების დროს სახლში მისი შვილები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბინაში ჩაიკეტნენ. ისინი მაშველებმა გამოიყვანეს.

„სამსახურში ვიყავი წასული, გაკვეთილის ჩატარება დავიწყე და სადარბაზოს ჯგუფში დაიწერა, გაზის სუნიაო. სანამ მივწერე, რომ გამოსვლისას ვერაფერი ვიგრძენი-მეთქი, თურმე მაშინვე მომხდარა აფეთქება. ჩემი შვილები იყვნენ სახლში — 21 და 18 წლის, გოგონა და ბიჭი. ისინი ჩაიკეტნენ, რკინის კარიდან ვერ გამოდიოდნენ.

მაშველებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, თუ როგორ სწირავენ თავს და ყველაფერს აკეთებენ ჩვენს გადასარჩენად. ჩემი შვილები გამოიყვანეს. მითხრეს, რომ სახლი მთლიანად დაბზარულია. მე შიგნით არ შემიშვეს.

ჩემი ძვირფასი მეზობლები დაიღუპნენ — ჩემი მეგობრები, მათი შვილები, ჩემი მეგობრის შვილიც. ემოციის გარეშე ვერ ვლაპარაკობ.

ახლა სასტუმროში ვართ, ლესელიძეზე. სამი საწოლია. სუფთა, კარგი ოთახია“, — აღნიშნა დაზარალებულმა.

ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მათგან 2 ბავშვია. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები