პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეებმა და ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის არაკონსტიტუციური მისწრაფებები, არაკონსტიტუციური ბუნება, რომელიც გააჩნია კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და მის სისტემაში შემავალ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობატელეიმედი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციური ბუნება და მედიატერორიზმის მიმართ ენთუზიაზმი წარმოაჩინა.

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეებმა და ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის არაკონსტიტუციური მისწრაფებები, არაკონსტიტუციური ბუნება, რომელიც გააჩნია კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და მის სისტემაში შემავალ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს
რუსთავი 2

კითხვები, რომელიც გაჟღერდა მოპასუხე მხარის მხრიდან, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დროის გაყვანის მცდელობასთან, ვინაიდან, დასმული კითხვების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არის არარელევანტური, უშინაარსო და სხვათა შორის, ამას ცხადყოფს ის რეაქცია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მოჰყვა ამ კითხვების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც იქნა უბრალოდ მოხსნილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსარჩელე მხარის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციური მისწრაფებები და ბუნება.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ, თავისი განცხადებებით, დიდი ენთუზიაზმი გამოავლინა მედიატერორიზმთან მიმართებითაც და ძალადობრივი ქმედებების რომანტიზებასაც შეეცადა.

"ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებმა და მათ შორის, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის არაკონსტიტუციური მისწრაფებები, ის არაკონსტიტუციური ბუნება, რომელიც გააჩნია კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", მის ამ სისტემაში, სტრუქტურაში შემავალ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რადგან მათ, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოავლინეს, მაგალითად იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ჰქვია მედიატერორიზმი, როდესაც იმგვარი განცხადებები გაკეთდა, რაც პირდაპირ აჩენს განცდას, რომ დღეს რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ, მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.

აგრეთვე, ზოგადად, მათი განცხადებები, მათი მიდგომა წარმოაჩენს იმას, რომ ამ ძალას აბსოლუტურად დაკარგული აქვს განცდა იმისა, რას ჰქვია ძირითადი უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების იდეა, რაც არის კონსტიტუციურად გაფორმებული, ვინაიდან იმგვარი განცხადებები გაკეთდა, რომ კიდევ ერთხელ, მათ, სამწუხაროდ, ფეხქვეშ გათელეს ეს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური დანაწესი.

ასევე ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, რომანტიზების მცდელობა შესაბამისი ძალადობრივი მოქმედებებისა, ძალადობრივი აქციებისა, რაც ერთი მხრივ გამოიყურება ძალიან უსუსურად, მაგრამ, მეორე მხრივ, ტოვებს ისევ და ისევ შთაბეჭდილებას, განცდას და იმავდროულად გარკვეულ მოლოდინსაც აჩენს, რომ თუკი მათ ერთი წამით მაინც ჩაუვარდებათ ქვეყნის მართვის სადავეები ხელში, ისინი დაატრიალებენ კიდევ ერთხელ იმ ბოროტებას, იმ უბედურებას, რასთანაც ჩვენ საქმე გვქონდა 2004-2012 წლებში, როდესაც ქვეყანას მართავდა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი, სადისტური რეჟიმი," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარის კითხვები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს დროის გაყვანის მცდელობასთან, ვინაიდან, დასმული კითხვების დიდი ნაწილი არის უშინაარსო და ამას ცხადყოფს ის რეაქცია, რაც კითხვების ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მოჰყვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი - სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული - ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები