პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი - სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული - ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარისგან არსებითად ახალი არაფერი იქნება და ისევ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მოისმენენ.

თორნიკე ჭეიშვილი - სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული - ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას
ინტერპრესნიუსი

მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ამაზე საპასუხო არაფერი აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, მოპასუხე მხარე იაფფასიანი მანევრებით ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.

მან ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთთან გამიჯვნის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, ამისთვის საკმარისად დიდი დრო ჰქონდათ. ჭეიშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ.

„ამით ისინი, როდესაც ასეთ იაფფასიან მანევრებს ატარებენ, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ამყარებენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას. საგულისხმოა ის, რომ გამოიკვეთა პოზიციებს შორის არათანმიმდევრულობა და აცდენა, რომ როდესაც ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენლები აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის გათვალისწინებით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ სად არის სიმართლე. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს იმ უმძიმესი სენისაგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

ისინი ცდილობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხები თითქოს და დაჩრდილონ. თუმცა რასაკვირველია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და რასაკვირველია, აბსოლუტურად არადამაჯერებელი. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ და რასაკვირველია, შეეძლოთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, ეს პროცესიც ყველაფერთან ერთად წარმოაჩენს, რომ გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არა ერთი წლის მანძილზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოახალი მოპასუხე მხარისგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული, ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როცა მოპასუხე მხარე ცდილობს ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. ეს არ გააკეთეს, პირიქით, იმავე ენთუზიაზმს ავლენენ, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ​
  3. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი ე.წ. პარტიები გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, ამავდროულად სამართლებრივად მოქცეულები არიან სერიოზულ და ღრმა ჩიხშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები