პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში. მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი”

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩიხშია და რეალური არგუმენტები არ გააჩნია.

თორნიკე ჭეიშვილი: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში. მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი”
POSTV

„მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვები და, მათ შორის, გუშინდელი დღე არის დემონსტრირება იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მის წიაღში შემავალი შესაბამისი ეგრეთ წოდებული პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში (რაც, ზოგადად, არახალია), ამავე დროს, სამართლებრივად მოქცეულები არიან ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ შესაბამის ბრალდებას მათ მიმართ და შესაბამის მტკიცებულებებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან, მოპასუხე მხარის შესახებ საუბრისას.

“აქედან გამომდინარე, ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც, სხვადასხვა ხრიკით ყურადღების გადატანა მოახდინონ აბსოლუტურად მეორე და ზოგჯერ, შეიძლება, მეათეხარისხოვან საკითხებზე, აყენებენ აბსურდულ შუამდგომლობებს, რითაც ცდილობენ იმას, რომ პროცესი გააჭიანურონ და, როგორღაც, შექმნან იმის ილუზია, რომ ვითომ ისინი, ასევე, სასამართლოში წარმოდგენილები არიან მეტ-ნაკლები სერიოზულობით, რაც ასე არ არის.

ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა კიდევ ერთხელ და წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ არის გაგრძელება, ზოგადად, იმ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებებისა, განწყობებისა, რასაც მათ ვედავებით, რომელიც არის, ამ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე და რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან – იმ პერიოდიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე მყოფმა ძალებმა, ანალოგიური ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელეს.

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, ძალიან კარგად დემონსტრირდება და წარმოჩნდება აი, ამ პროცესის მიმართ”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: „სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
  2. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: არ გააჩნიათ რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებას
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები