ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი ბუნება, რომ დაპირისპირებულები არიან საქართველოს კონსტიტუციასთან და ხალხის ნებასთან, ნათლად გამოჩნდა საკონსტიტუციო განხილვების დროს
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის დაპირისპირება კონსტიტუციასთან და ხალხის ნებასთან საკონსტიტუციო განხილვებისას გამოჩნდა, პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლო 5 პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაახლებს.

მათი ბუნება, რომ ისინი დაპირისპირებულები არიან საქართველოს კონსტიტუციასთან და ხალხის ნებასთან, ნათლად გამოჩნდა ამ განხილვების დროს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„იმასაც ვხედავთ, რომ ისინი დღესაც ვერ იკავებენ თავს და სიხარულს გამოხატავენ თავისუფალი სიტყვის ჩახშობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათიდან განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…