პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის" - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება. თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებებისთვის თავის არიდებას შეეცდება, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.

"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის" - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ.

სარჩელის მორიგი განხილვის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ეცდება, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას თავი აარიდოს, თუმცა ამის საშუალებას მათი ოპონენტები არ მისცემენ.

"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის. საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ არ ილაპარაკოს, არავინ არ შეაფასოს და იმას ყურადღება არავინ მიაქციოს. მაგრამ არ მგონია, რომ იმ ადამიანების ჯგუფს წააწყდნენ, რომლებიც ამას დააშვებინებენ. ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს და მას ხელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: ოპონენტების მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც უმძიმესი და მთავარი მტკიცებულებაა საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან. მათი პასუხებიდან ჩანს დამოკიდებულება, რომ მომავალშიც პოლიტიკური საფრთხის მატარებლები არიან
  2. იმედინიუსისამთავრობოთენგიზ შარამანაშვილი კონსტიტუციურ სარჩელზე: საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ ილაპარაკოს, ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი ბუნება, რომ დაპირისპირებულები არიან საქართველოს კონსტიტუციასთან და ხალხის ნებასთან, ნათლად გამოჩნდა საკონსტიტუციო განხილვების დროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები