ირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია
ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა „ქართული ოცნების“ ნება კი არა, კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვაზე საუბრობს.
ქადაგიშვილის განცხადებით, მანიპულაციისთვის მინიმალური ველი უნდა დარჩეს, რადგან პარტიების აკრძალვაზე მსჯელობა არ არის მმართველი გუნდის სუბიექტური პოლიტიკური ნება, არამედ ეს არის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ნორმა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციისა და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას შეესაბამება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მანიპულაციისთვის რაც შეიძლება ნაკლები ველი დავტოვოთ. ბატონმა ვახუშტიმ[მენაბდე] ბრძანა, რომ ამ სარჩელს შეიძლება ძალიან ცუდი, ნეგატიური [ეფექტი] ჰქონდესო და ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგადად დემოკრატიის, მრავალპარტიულობის, ხალხისთვის აზრის გამოხატვის, პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია უვარგისი ყოფილა. რაც დღეს ხდება, ეს "ქართული ოცნების" ნება კი არ არის, რომ ასე გვინდა და ასე ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ის უფლება და ის კონსტიტუციური, ნორმატიული აქტი, რომელიც, მათ შორის, არის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისი და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისი.
ამიტომ, რა პროცესიც ახლა ხორციელდება, ეს არის კონსტიტუციური პროცესი და არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ კონსტიტუციური პროცესი ლახავს ზოგადად დემოკრატიას, მით უმეტეს, ჩვენი კონსტიტუცია არის დემოკრატიული კონსტიტუციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.
განსხვავებით, ვთქვათ იმ კონსტიტუციური ვითარებისა, რაც ჩვენ 2003 წლის შემდეგ მივიღეთ, როდესაც კონსტიტუცია დიდი სისწრაფით ავტორიტარულ მმართველობის კონსტიტუციას ემსგავსებოდა და დაემსგავსა კიდეც, საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მანიპულაციისთვის რაც შეიძლება ნაკლები ველი დავტოვოთ. ბატონმა ვახუშტიმ[მენაბდე] ბრძანა, რომ ამ სარჩელს შეიძლება ძალიან ცუდი, ნეგატიური [ეფექტი] ჰქონდესო და ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგადად დემოკრატიის, მრავალპარტიულობის, ხალხისთვის აზრის გამოხატვის, პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია უვარგისი ყოფილა. რაც დღეს ხდება, ეს "ქართული ოცნების" ნება კი არ არის, რომ ასე გვინდა და ასე ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ის უფლება და ის კონსტიტუციური, ნორმატიული აქტი, რომელიც, მათ შორის, არის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისი და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისი. ამიტომ, რა პროცესიც ახლა ხორციელდება, ეს არის კონსტიტუციური პროცესი და არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ კონსტიტუციური პროცესი ლახავს ზოგადად დემოკრატიას, მით უმეტეს, ჩვენი კონსტიტუცია არის დემოკრატიული კონსტიტუციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. განსხვავებით, ვთქვათ იმ კონსტიტუციური ვითარებისა, რაც ჩვენ 2003 წლის შემდეგ მივიღეთ, როდესაც კონსტიტუცია დიდი სისწრაფით ავტორიტარულ მმართველობის კონსტიტუციას ემსგავსებოდა და დაემსგავსა კიდეც, საბოლოო ჯამში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…