თენგიზ შარამანაშვილი კონსტიტუციურ სარჩელზე: საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ ილაპარაკოს, ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ
თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ყურადღება მეორეხარისხოვან განცხადებებზე გადაიტანოს, თუმცა ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემენ.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" ეცდება, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას თავი აარიდოს.
„საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ არ ილაპარაკოს, არავინ არ შეაფასოს და იმას ყურადღება არავინ მიაქციოს. მაგრამ არ მგონია, რომ იმ ადამიანების ჯგუფს წააწყდნენ, რომლებიც ამას დააშვებინებენ. ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათიდან განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათენგიზ შარმანაშვილი: ოპონენტების მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც უმძიმესი და მთავარი მტკიცებულებაა საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან. მათი პასუხებიდან ჩანს დამოკიდებულება, რომ მომავალშიც პოლიტიკური საფრთხის მატარებლები არიან
"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის" - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…