ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტები

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაახლებს; პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის თქმით, განხილვის სამართლებრივისკენ გადახრის გამო ის პროცესის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე
ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზერუსთავი 2

5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.

პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.

ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას - მათი მხრიდან წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მოტივით, ითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება. ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დღე მეორე - საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები