პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი: დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მინდა მათ ოჯახებს, ახლობლებს მივუსამძიმრო - გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან 6 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი. მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებულია 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სულხან თამაზაშვილი: დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მინდა მათ ოჯახებს, ახლობლებს მივუსამძიმრო - გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები
იმედინიუსი

ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

„საერთო ჯამში ხუთი მოქალაქეა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.

გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურითამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
  2. TV პირველიოპოზიციურითამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
  6. BM.GEოპოზიციურიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
  7. BM.GEოპოზიციურიექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  8. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა - აფეთქება ფონიჭალაში
  10. ალიაოპოზიციური“სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია” – 6 გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია -.შს მინისტრი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები