პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია ფაქტობრივად დასრულებულია: ნანგრევებიდან 6 გარდაცვლილი ამოიყვანეს, 5 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
ინტერპრესნიუსი

სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

„ასევე სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წვერებს მივუსამძიმრო. ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვისა.

გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კრიმინალისტების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და ასევე სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის საშუალებებსაც“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურითამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
  2. TV პირველიოპოზიციურითამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  5. BM.GEოპოზიციურიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები