პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, მაშველებმა ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს, განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.

შს მინისტრის თქმით, ნანგრევებიდან მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

"სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. მეხანძრე-მაშველების მიერ საერთო ჯამში საბედნიეროდ ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.

ამ დროისთვის გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტიკური მტკიცებულებების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებას ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის," - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურითამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
  2. TV პირველიოპოზიციურითამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
  3. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
  5. BM.GEოპოზიციურიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები