ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს; შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია, დაშავებული 5 მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მაშველებმა ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს. შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.
"დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა - მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის" - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად, დასრულებულია.
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული, თუმცა ცოცხლად გადარჩენილი 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
მინისტრმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ყველა უწყებასა და მათ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს - მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა, გადავუხადო ასევე მედიასაშუალებებსაც“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, მინისტრის თქმით, ყველა საჭირო მტკიცებულების მოსაპოვებლად საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიათამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
შს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა - აფეთქება ფონიჭალაში
“სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია” – 6 გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია -.შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი: დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მინდა მათ ოჯახებს, ახლობლებს მივუსამძიმრო - გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…