ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა, რომლებიც მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაცია გადაამოწმო და ამიტომ გაუშვა მამუკა მდინარაძე.

ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილი
ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილიTV პირველი

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა იმსხვერპლა, რომელიც ივანიშვილთან მის მუდმივ დისკრედიტაციას ეწეოდა.

როგორც ინაშვილმა დიანა ტრაპაიძი “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მიუხედავად იმის, რომ ღარიბაშვილს მილიონი უბედურება დააბრალეს, ივანიშვილმა გადაამოწმა ყველაფერი და სწორედ ამიტომ გაუშვა მამუკა მდინარაძე.

ღარიბაშვილი სწორედ იმან იმსხვერპლა, რომ ეს ჯგუფი, მდინარაძე-კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ და უწყვეტ დისკრედიტაციას უწევდა, ღარიბაშვილს, მილიონი ღალატი და უბედურება დააბრალეს. მე დღეს მაქვს განცდა, რომ ივანიშვილი, ამ ყველაფრის გადამოწმების პროცესშია და მისი სახელით სარგებლობა, წერილის შეგზავნა, მან დაადასტურა, ამიტომაც მიაბრძანა მდინარაძე. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ეს ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის,- განაცხადა ინაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული ინფორმაცია მდინარაძის წასვლასა და მომავალში კობახიძის შესაძლო წასვლაზე, ინაშვილი პასუხობს:

ჩვენ ვხედავთ რეალობას, როცა “ქართული ოცნება“ აღარ არსებობს, ეს არის ნაციონალური ოცნება, ზუსტად ამას გაუსვა ხაზი ღარიბაშვილმაც, რომ თქვენ გახდით ისინი, ვისაც ჩენ ვებრძოდით. კობახიძე იმდენად არის დისკრედიტებული, წონა დაკარგული და გაფარჩაკებული კობახიძე, რომ დარწმუნებული ვარ ბიძნა ივანიშვილის და თავად “ოცნების“ ჯანსაღი ნაწილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ ის იყოს პრემიერი. უნდა მიაბრძანონ, დაასვენონ ცოტა ხანი და ჩვენც დავისვენოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.