ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ციხე დატოვოს

ქართული ოცნება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე დატოვოს, რადგან მისი მტკიცებით, „ოცნებაში“ რიტორიკა შეიცვალა. ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ექს-პრემიერის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ციხე დატოვოს
ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ციხე დატოვოსTV პირველი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე დატოვოს.

პოლიტიკოსს ამ ვარაუდს "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გამართული უმრავლესობის სხდომა აძლევს.

მისი თქმით, ივანიშვილის პარტიაში ყოფილი პრემიერის მიმართ რიტორიკა შეცვლილია.

ინაშვილი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილს შესაძლოა, "სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დადასტურების" შესაძლებლობა მისცენ.

ძალიან საინტერესოა, კობახიძის მიერ ღარიბაშვილზე დღეს გაკეთებული განცხადება - ივანიშვილმა რა თქვაო და "გულისწუხილი" [გამოთქვა] და ა.შ. ივანიშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოხდა ღარიბაშვილის თავს, და რა მონაწილეობა მიიღო კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არავითარი ნეგატიური არ უთქვას ღარიბაშვილზე. ამრიგად, ჩვენ წინ გველის ძალიან საინტერესო პროცესი, როემლიც ნამდვილად არ გამორიცხავს იმას, რომ ღარიბაშვილმა შეძლოს სამართლებრივად მისი სიმართლის დადასტურება"- განაცხადა ინაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ მოვლენებს.“
ბიძინა ივანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები