პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს - საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს. მისი განცხადებით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასდროს უნდა დაიწყოს.

სი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს - საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა
იმედინიუსი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს.

მისი განცხადებით, ბირთვული იარაღი კაცობრიობისთვის „დამოკლეს მახვილს“ წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს თავზე ჰკიდია, ხოლო საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

„ბირთვული იარაღი კაცობრიობის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს, საბოლოო მიზანი კი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერის თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. მან აღნიშნა, რომ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული.

როგორც Reuters-ი წერს, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განიარაღების საკითხის განხილვას გეგმავდა.

ამასთან, პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებდა ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა იმსჯელონ, რადგან მათ გაცილებით დიდი ბირთვული არსენალი აქვთ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას გეგმავენ - თეთრი სახლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები