პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სი ძინპინი: „ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს. საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა“

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს, რადგან მისი თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება.

სი ძინპინი: „ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს. საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა“
POSTV

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს.

„ბირთვული იარაღი კაცობრიობის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს, საბოლოო მიზანი კი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერის თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. მან აღნიშნა, რომ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული.

როგორც Reuters-ი წერს, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განიარაღების საკითხის განხილვას გეგმავდა.

ამასთან, პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებდა ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა იმსჯელონ, რადგან მათ გაცილებით დიდი ბირთვული არსენალი აქვთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს - საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სი ძინპინი - ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები