ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და მთლიანად განადგურდეს - სი ძინპინი
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და მთლიანად განადგურდეს.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა შეხვედრის დროს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს განუცხადა, რომ ბირთვული იარაღი უნდა აიკრძალოს და სრულად განადგურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბირთვული იარაღი კაცობრიობის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია. ამიტომ ის სრულად უნდა აიკრძალოს და მთლიანად განადგურდეს. საბოლოო მიზანი კი, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.
სი ძინპინის თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ასეთი ომი არასოდეს უნდა დაიწყოს. მან დასძინა, რომ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე უნდა იქნეს გამოყენებული.
ცნობისთვის, ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ბირთვული განიარაღება იმ საკითხებს შორის იყო, რომელთა განხილვასაც სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან გეგმავდა.
პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებდა ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩინეთის არგუმენტით, ამ საკითხზე ერთმანეთთან უშუალოდ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმსჯელონ, რადგან ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღის დიდი არსენალი აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…