თენგიზ შარმანაშვილი: „ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია“
თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია კვლავ საშიშია, მედიას საქმიანობაში ხელს უშლის და ხელისუფლებაში ყოფნისას „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის პრაქტიკას შესაძლებლობის შემთხვევაში ათმაგად გაიმეორებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ.
მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ.
შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ.
„როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, „იმედში“ შეიჭრნენ, „რუსთავი2“ კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს. თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის შესრულებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…