პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა

ნაციონალური მოძრაობა

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა, რაც იურისტების ძალისხმევით სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩანაწერების არასახვას არ ამართლებს.

შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ევროსაბჭოს მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში არსებულ მე-5 და მე-11 პუნქტებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეპლიკებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის თქმა, თითქოს ხსენებულ პუნქტებში არსებულ ჩანაწერებს უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვსი არ მოუტანია, არასწორია.

შარმანაშვილის შეფასებით, ამ ჩანაწერებზე დათანხმებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენა ქართული სახელმწიფო და ის, რომ ქართული მხარის, იურისტების დიდი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში აღნიშნული პუნქტები არ არისახა, არაფრით ამართლებს "ნაცმოძრაობის" ქმედებას და რეზოლუციის მხარდაჭრას.

"ახლაც ითქვა, გუშინაც გაიჟღერა ამ საკითხმა, რომ ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, [ევროსაბჭოს რეზოლუციის] მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებზე, ვინაიდან ამას უარყოფითი შედეგი ხომ არ მოუტანია საბოლოო ჯამშიო. რა ძალისხმევა დაჯდა ამ სასამართლოებში, რომ მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტების გაბათილება მომხდარიყო ისეთი ფორმით, რომ ის არ ასახულიყო ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებში, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ბევრს გამოუთქვამს აზრი. ასე რომ, როგორ არ მოიტანა - რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის. და ის, რომ ჩვენი იურისტები, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ ამ საქმეს, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ ეს არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რაც მათ გააკეთეს და რასაც მათ მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციაში. ასე რომ, ასე ნუ იტყვიან სასახად, რომ ხომ არაფერი მომხდარაო. როგორ არ მომხდარა, დიდი რისკი იყო, უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენეს საქართველოს სახელმწიფო და ის, რომ ჩვენებმა ივაჟკაცეს და ის, რომ ჩვენებმა ყველაფერი გააკეთეს ამის ნიველირებისათვის, არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან მოპასუხის წარმომადგენლები. ამიტომ ამაზე ყურადღების მიქცევა მინდოდა," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ, გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები