ფონიჭალაში მე-4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ ორ ადამიანს კი ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

ფონიჭალაში ფონიჭალაში მე-4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთაგან 3 ქალია და ერთი ბავშვი.
მაშველები კვლავ ეძებენ 2 ადამიანს, რომელიც კორპუსის აფეთქების შედეგად ნანგრევებშია მოყოლილი.
სამაშველო სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ გარდაცვლილია 3 წლის თაიას დედა. თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.
ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთულ პირობებში გრძელდება. ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, კორპუსის მასალა მცირე ფრაგმენტებადაა ჩამოშლილი და ტერიტორია ძლიერად ჩახერგილია, ხოლო მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
მისივე თქმით, შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული არავინ დაფიქსირებულა.
კითხვაზე, სად და რა ვითარებაში იპოვეს ნანგრევებში ბავშვი, სპიკერმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ყურადღება სწორედ ამ მონაკვეთზეა გადატანილი.
გაიგეთ მეტი:
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებიდან სამი ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს
ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარიც ამოასვენეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…