პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ რუპორია, რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა

ტელეიმედიპოსტივიქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ თავისუფალი სიტყვა არაა, არამედ რუსული პროპაგანდისა და „ქართული ოცნების“ რუპორია. მისი თქმით, მხარს უჭერს ყველაფერს, რაც მათ შეზღუდავს.

ნიკა გვარამია – ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ რუპორია, რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა
პირველი არხი

ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა? რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია, ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ყველაფერს მხარს უჭერს, რაც ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტივის“ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს.

„ნანახი გაქვთ, ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა? მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია თუ არა. მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ თუ უნდა. ამ ჩემს ფეხებს, მინდოდა მეთქვა, უკაცრავად. საერთოდ არ მაღელვებს.

ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი; ჩვენი ყველას პერსონალურად ამბების გამომგონებელი, საშინელი სიუჟეტების დამპროექტებელი, ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს? მართლა მაინტერესებს. სად მივდივართ? საერთოდაც ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა? რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია, თავისუფალი სიტყვის გარდა. ამიტომ, მართალი გითხრათ, მე ვერ ვიგებ, რაზე ვლაპარაკობთ, რა კავშირშია კონსტიტუციურ წყობილებასთან, წესრიგთან თუ საერთოდ რამე პოზიტიურთან ეს ორი ტელევიზია. თუმცა კი, ყველაფერს მხარს ვუჭერ, რაც მათ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს“, – განაცხადა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ!
  2. TV პირველიოპოზიციურიმიხარია თუ არა ივანიშვილის დასანქცირება? მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! - ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, "ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები