“ამდენი პოსტავს ახლა, გენიოსი იყოო… რომ უჭირდა, მაშინ სად იყავით?” – ირაკლი ყალიჩავა
ირაკლი ყალიჩავა სკოლების მფლობელებსა და რექტორებს საყვედურობს და აცხადებს, რომ 58 წლის ასაკში გარდაცვლილ პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანს მაშინ არ დაეხმარნენ, როცა უჭირდა და მოსწავლეებს იხვეწებოდა.

ირაკლი ყალიჩავა, სოციალურ ქსელში წერს:
უკან მიდევნებული ლამპარის ქვეყანა ვართ!!!
ამდენი რექტორი და სკოლის მფლობელი პოსტავს ახლა, გენიოსი იყოო.
არიქა იქ გადავიკვეთეთ და ვგიჟდებოდითო.
თითო-ოროლა ბავშვს რომ ამეცადინებდა და მოსწავლეებს იხვეწებოდა, რომ უჭირდა და ჩანდა ეს ყველაფერი, მაშინ სად იყავით?
მოწვეულ მასწავლებლად გაგიჭირდათ მოწვევა?
რამდენ რამეს შემატებდა ბავშვებს, ისე კი არ იჯდებოდა, როგორც უმეტესობა გიზით.
ერთი ბავშვის ერთი თვის გადასახადი სულს მოათქმევინებდა.
ისევ საშას სულს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და ისე მოგმართოთ, როგორც იმსახურებთ.
სხვაზე მაინც გაითვალისწინებთ იმედია და მერე არ დაიწყებთ ნიანგის ცრემლების ღვრას.
საღორედ იქცა ეს ქვეყანა!
17 ნოემბერს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…