პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი უკანონო გამდიდრების საქმეზე დააკავა - მისი ქონება 12,6 მილიონ გრივნად არის შეფასებული

თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ომის პერიოდში 12,6 მილიონი გრივნის აქტივების უკანონოდ შეძენის ბრალდებით ამხილა და თანამდებობას ჩამოაშორა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი უკანონო გამდიდრების საქმეზე დააკავა - მისი ქონება 12,6 მილიონ გრივნად არის შეფასებული
იმედინიუსი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სამხედრო კონტრდაზვერვისა და ეროვნული პოლიციის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს სამუშაოების შემსყიდველი ჩრდილოეთის სამმართველოს ხელმძღვანელი უკანონო გამდიდრების საქმეზე ამხილა.

გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსანმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 12,6 მილიონი გრივნის ღირებულების აქტივები შეიძინა, რაც მის ოფიციალურ შემოსავალს არ შეესაბამება.

გამოძიების თანახმად, 2022-2026 წლებში თანამდებობის პირმა და მისი ოჯახის წევრებმა საკუთრებაში მიიღეს და ოფიციალურ დეკლარაციებში არ ასახეს: კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი; პრემიუმკლასის ახალი ავტომობილი; ნაღდი ფული აშშ დოლარსა და ევროზე, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ გრივნაზე მეტია.

ამჟამად გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები აქტივების წარმომავლობის წყაროების დასადგენად. ასევე მოწმდება ვერსია, რომ ქონების შესაძენად მაღალჩინოსანს შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოეყენებინა.

საქმის მასალების თანახმად, საბიუჯეტო დაწესებულება, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის სამშენებლო, აღდგენით, სარეკონსტრუქციო და საინჟინრო-ტექნიკურ სამუშაოებს უკვეთს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 368-5-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო გამდიდრებას გულისხმობს.

თანამდებობის პირი დაკავებულ თანამდებობას უკვე ჩამოაშორეს. სასამართლოში გაგზავნილია შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნები უკანონო ბიზნესქსელის მფარველობაში დაადანაშაულა - საქმე ეხება თაღლითურ ქოლ-ცენტრებს, ნარკოვაჭრობასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობებს, მაღალი რანგის ძალოვნები ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდნენ თავდასხმებისა და ადამიანების გატაცების დაგეგმვაშიც კიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები