მიხარია თუ არა ივანიშვილის დასანქცირება? მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! - ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე აღნიშნა: „მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ“.

მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა? მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად! - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ არჩილ გორდულაძის კითხვას, „მხარს უჭერს თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას?“ და დაამატა, რომ “მხარს უჭერს აღნიშნული კომპანიების სანქცირებას.“
მისი თქმით, აღნიშნულ ორ კერძო ტელევიზიას კონსტიტუციურ წესრიგთან კავშირი არ აქვს, მოსარჩელე მხარის კითხვა კი არარელევანტური და „მოსახსნელია“.
„გულწრფელად მაინტერესებს, სადამდე შეიძლება ეს ჩავიდეს. დაგვისახელოს მაშინ, კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ და მათთან დაკავშირებული სანქციები და მერე მითხრას ვუჭერ თუ არა მხარს. ჩემი საქმეა, რას ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა ვუჭერ. ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია, კერძო რუსული ტელევიზია. დიახ, ვუჭერ. რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული შინაარსის ტელევიზია, მით უკეთესია. კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ორი კერძო ტელევიზია, გაგვაგებინეთ,“ - განაცხადა გვარამიამ.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ “ოცნების“ დეპუტატის კითხვა არ მოხსნა, გვარამიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირა:
„ნანახი გაქვთ ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა?! მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ. ამ ჩემს ფეხებს. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი. საერთოდ ტელეკომპანია „იმედი“ და "პოსტივი" რატომ არის თავისუფალი სიტყვა?! რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა,“ - განაცხადა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანიკა გვარამია - რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ!
ნიკა გვარამია – ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ რუპორია, რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…