პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია: ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს - ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია

ტელეიმედიპოსტივიქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ რუსული პროპაგანდისა და „ქართული ოცნების“ რუპორებია და მხარს უჭერს ყველაფერს, რაც მათ საქმიანობას შეზღუდავს.

ნიკა გვარამია: ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს - ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია
იმედინიუსი

ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია, ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოზე.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ყველაფერს მხარს უჭერს, რაც ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტივის“ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს.

„ნანახი გაქვთ, ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა? მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია თუ არა. მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ, თუ უნდა. ამ ჩემს ფეხებს, მინდოდა მეთქვა, უკაცრავად, საერთოდ არ მაღელვებს.

ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი, ჩვენი ყველას პერსონალურად ამბების გამომგონებელი, საშინელი სიუჟეტების დამპროექტებელი, ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს. მართლა მაინტერესებს, სად მივდივართ. საერთოდაც, ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია, თავისუფალი სიტყვის გარდა. ამიტომ, მართალი გითხრათ, მე ვერ ვიგებ, რაზე ვლაპარაკობთ, რა კავშირშია კონსტიტუციურ წყობილებასთან, წესრიგთან თუ საერთოდ რამე პოზიტიურთან ეს ორი ტელევიზია. თუმცა კი, ყველაფერს მხარს ვუჭერ, რაც მათ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს“, - განაცხადა გვარამიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები