პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1003 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმერევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ1003 ჩანაწერი · 13 მედია

ნიკა გვარამია - რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ!

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებატელეიმედიპოსტივი

ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე თქვა: „მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ“. მან არჩილ გორდულაძის შეკითხვას არარელევანტური უწოდა.

ნიკა გვარამია - რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ!
ინტერპრესნიუსი

რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად! - დიახ, მხარს ვუჭერ „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რითაც უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის კითხვას, „მხარს უჭერს თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას?“.

გვარამიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის აღნიშნული კითხვა არარელევანტურია და „მოსახსნელია“.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ორ კერძო ტელევიზიას კონსტიტუციურ წესრიგთან კავშირი არ აქვს.

„გულწრფელად მაინტერესებს, სადამდე შეიძლება ეს ჩავიდეს. შეიძლება პირად ცხოვრებამდე მივიდნენ და მკითხონ, როგორ გავიცანი ჩემი ცოლი, ან ბავშვები რომ მეყოლა რა ემოციები მქონდა? დაგვისახელოს მაშინ, კონსტიტუციური წესრიგს რა ნაწილია ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ და მათთან დაკავშირებული სანქციები და მერე მითხრას ვუჭერ თუ არა მხარს. ჩემი საქმეა, რას ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა ვუჭერ. ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია, კერძო რუსული ტელევიზია. დიახ, ვუჭერ. რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული შინაარსის ტელევიზია, მით უკეთესია. კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ორი კერძო ტელევიზია, გაგვაგებინეთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ტელევიზიების სანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატის კითხვა არ მოხსნა, გვარამიამ აღნიშნულ თემაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ნანახი გაქვთ ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა?! მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ. ამ ჩემს ფეხებს. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი. საერთოდ ტელეკომპანია „იმედი“ და "პოსტივი" რატომ არის თავისუფალი სიტყვა?! რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა,“ - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სასამართლო სხდომაზე შემდეგი კითხვა დასვა:

„თითოეული მოპასუხე პარტიის პოზიცია გვაინტერესებს - მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორი კერძო ქართული მაუწყებლის ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას? რა არის თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?,“ - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, "ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები