პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა იკითხა, ავნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნა, რაზეც ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო არ არის.

მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას ჰკითხა - ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა ვნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს.

მისი შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული: "სად გადის ზღვარი ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს მიმართულ ქმედებებს შორის? არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?“

ხელისუფლება არაა სახელმწიფო - საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური გამოხატვა ოპოზიციური პარტიისთვის მისი ამომრჩევლის ინტერესის დაცვას ნიშნავს, მისი ამომრჩევლის უმრავლესობა კი მოითხოვს, რომ მმართველი პარტია ყველა ვითარებაში იყოს შევიწროებული.

ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამ სანქციის კუთხით ამის ატრიბუცია პარტიასთან არის სრულიად გამორიცხული თეორიულადაც კი.

მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან და უნდათ, რომ უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები], ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალ პარტიულობაზე?“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს? – მოსამართლე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს? – მოსამართლეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები