ასე გამოიყურება ზემოდან აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი - "ტვ პირველის" მიერ გადაღებული დრონის კადრები (ვიდეო)
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან 4 პირი გამოიყვანეს, ხოლო 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - "ტვ პირველმა" დრონით კორპუსის ზედა კადრები გადაიღო .
ვიდეოშ ჩანს, რომ ჩანგრეულია ორი სართულშორისი ფილა, მეხუთე სართული გადახურვა, მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის ფილა და სავარაუდოდ მეოთხე და მესამსართულს შორის ფილა.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ:
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია
საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
ქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ [ფოტო]
კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
პირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია
"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება
ფონიჭალაში კორპუსი აფეთქდა, არიან დაშავებულები და ნანგრევებში მოყოლილები
"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…