საზოგადოება · 19 ნოემბერი, 09:55
ქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რის სავარაუდო მიზეზადაც ბუნებრივი აირის აფეთქება სახელდება. მაშველებს ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ნანგრევებიდან დაშავებულებები გამოჰყავთ.
გავრცელებული იფნრომაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
ადგილზე იმყოფება "პირველების" გადამღები ჯგუფი.
მასალა ახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…