ფონიჭალაში კორპუსი აფეთქდა, არიან დაშავებულები და ნანგრევებში მოყოლილები
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, საიდანაც მაშველებმა სამი დაშავებული გამოიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კორპუსიდან 3 დაშავებული ადამიანი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები, მათ შორის ბავშვები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.
აფეთქება ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსში მოხდა. მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ გაზის გაჟონვას.
ფოტო © ტელეკომპანია “პირველი”
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
ქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ [ფოტო]
კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
პირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია
"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება
"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…