ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო - ლევან ვეფხვაძე "პირველებთან" საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო. ნანგრევებიდან 4 პირი გამოიყვანეს, ხოლო 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა გრძელდება.

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს - ამის შესახებ "პირველებს" პროკურორი ლევან ვეფხვაძე ეუბნება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
პროკურატურის წარმომადგენელის თქმით, ადგილზე სამაშველო ოპერაციის გარდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებიც - მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელიც პერიმეტრს ასურათებენ.
რა მოცემულობაცაა, გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. კონკრეტული დეტალები, რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ და რამდენია მძიმე მდგომარეობაში, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ მუშაობა და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, შემთვევსი ადგილის დათვალიერება. ვიყენებთ ყველა ტექნიკურ საშუალებას, რომ ზოგადი სურათიც და თუ რაიმე კონკრეტული მტკიცებულებაა, ისიც მოპოვებულ იქნებს, თუმცაღა ძალიან ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ნანგრევებში. სადაც საჭიროა იმუშავებს მძიმე ტექნიკა, სადა საჭიროა იმუშავებს ცოცხალი ძალა. ამავე დროს საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. დიახ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ:
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია
საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…