პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვემო ფონიჭალაში, 5-სართულიან კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევებიდან გამოყვანილია 3 პირი, ადგილობრივები კი ნანგრევებში მოყოლილ ბავშვებზე საუბრობენ.

"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა
TV პირველი

დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ოჯახი წევრები, მეზობლები და სრულიად უცხო ადამიანები ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში ახლობელი ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანას ელოდებიან - ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ აფეთქების დროს ნანგრევებში მოჰყვნენ ბავშვებიც.

"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი - ბავშვი 6 წლისაა" - ამბობს ქალი.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო - ხალხმა კორპუსიდან მოშორებით დისტანციაზე გაყვანა გააპროტესტა. მოქალაქეების თქმით, შორი მანძილიდან ვერ ადევნებენ თვალს, გამოჰყავს თუ არა მაშველებს მათი ახლობლები ნანგრევებიდან.

შსს-მ ხალხი ადგილიდან იმიტომ განარიდა, რომ არსებული ინფორმაციით 5 სართულიან შენობას ბზარები დაემატა და კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძეც. “უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
  2. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
  3. TV პირველიოპოზიციურიკორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ [ფოტო]
  4. TV პირველიოპოზიციურიკორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
  5. ალიაოპოზიციურიპირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს
  6. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია
  7. TV პირველიოპოზიციური"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიფონიჭალაში კორპუსი აფეთქდა, არიან დაშავებულები და ნანგრევებში მოყოლილები
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები