"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სავარაუდო აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანებს, მათ შორის ორ მცირეწლოვანს ეძებენ, მაშველებმა სამი პირის გამოყვანა შეძლეს.

აფეთქება ფონიჭალაში - კორპუსთან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკრებილები, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.
როგორც ისინი ამბობენ, მათი გამოყვანა ვერ ხერხდება და არ იციან, რა მდგომარეობაში არიან.
ჩემი 28 წლის შვილია შიგნით. მე არ ვცხოვრობ მანდ, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ადგილობივების თქმით, ნანგრევებში ასევე ეძებენ 2 მცირეწლოვან, სკოლის მოსწავლეს.
ჩვენი სკოლის მოსაწაველეები არიან, ორი პატარა, ნანგრევებში მოყოლილები, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
ქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ [ფოტო]
კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
პირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია
ფონიჭალაში კორპუსი აფეთქდა, არიან დაშავებულები და ნანგრევებში მოყოლილები
"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…