პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში თორნიკე ჭეიშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ 2012 წლის გამოძიებამ წინა ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის დაფარვა და ორგანიზატორთა არიდება გამოავლინა.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
იმედინიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარეს კითხვით მიმართა, რომელიც ძირითადი უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას ეხებოდა. კერძოდ, იყო თუ არა სისტემური და სისტემატური 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლის, ღირსების, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა.

კითხვის დასმისას, ჭეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარი საქმეები გაიხსენა, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

ჭეიშვილი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიზანია, გამოჩნდეს ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრა და ვინ რომელი მუხლით არის გასამართლებული.

„2012 წლის 26 ნოემბერს განახლებული გამოძიების ფარგლებში 9 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამოვლინდა როგორც სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ორგანიზება, ისე დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება და მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების შექმნა. დადგინდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს, ოქროყანის სასაფლაოზე გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს. შემდგომ გამოძიება ისე წარმართეს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს დაჰკისრებოდა, ხოლო ორგანიზატორები და სხვა მონაწილეები პასუხისმგებლობას ასცდენოდნენ და დუმილის სანაცვლოდ შესაბამის მსჯავრდებულ პირებს თითოეულს 100-100 ათასი ამერიკული დოლარი გადასცეს და პრივილეგირებულ პატიმრობას - ვადამდე გათავისუფლებას დაჰპირდნენ“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
  2. POSTVსამთავრობოთორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: 1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები