თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არა თუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ , რომ პირიქით- დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე ენთუზიაზმით, ისეთივე მონდომებით მთელ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკური ავანსცენიდან ჩვენი საზოგადოების, „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ
დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა კითხვებს უსუსტესი არგუმენტებით პასუხობს და სინანულის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში „მთელ ბოროტებას გაიმეორებდა“.

საპარლამენტო უმრავლესბის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ცამოძრაობის“ წარმომადგენელთა პოზიციები შეაფასა.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა შორის ამ ეტაპმა მოახდინა თვითლუსტრაციის რეჟიმის გააქტიურება, როდესაც ისინი აბსოლუტურად უსუსური, უსუსტესი არგუმენტებით ცდილობენ, რომ როგორღაც პასუხი გასცენ მოსამართლეთა მხრიდან დასმულ კითხვებს, ხოლო მეორე მხრივ, მტკნარ სიცრუეს ავრცელებენ. ვერ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას იმ ნამოქმედართან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ არის მიმართებული 2003-2012 წლების სადისტურ, დანაშაულებრივ რეჟიმთან.
ისინი არა თუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ პირიქით - დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე ენთუზიაზმით, ისეთივე მონდომებით გაიმეორებენ მთელ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკური ავანსცენიდან ჩვენი საზოგადოების, „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ", - განაცხადა ჭეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების’’ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…